"ჰაერში ომის სუნი დგას"- მიხეილ გორბაჩოვი
საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მმართველი, მიხეილ გორბაჩოვი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს შეჩერდნენ, ვიდრე მოვლენები კატასტროფულ შედეგებამდე არ მივა.
მისი თქმით, „ჰაერში ომის სუნი დგას“.
„დასავლეთი ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი კი დასავლეთს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სუპერ ძალის ქვეყნებს ეკისრება. სამწუხაროა, რომ აშშ-ის და ბრიტანეთის ლიდერებმა უარი უთხრეს პუტინს მოსკოვში ჩასულიყვნენ სამამულო ომის 75 წლის თავზე“, - აღნიშნა გორბაჩოვმა და ლიდერებს მოუწოდა, რომ „შეჩერდნენ“.
„შეაჩერეთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც კატასტროფამდე მივყავართ - ეს არის ის პასუხისმგებლობა, რაც თქვენ ხალხს უნდა აჩვენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა მთელი მსოფლიო ერთი საშიში საფრთხის, კორონავირუსის პანდემიის წინაშე დგას“, - განაცხადა გორბაჩოვმა „ნოვაია გაზეტა“-სთან ინტერვიუში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"