დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლა 1 თვით აკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.
ტრამპის თქმით, 30 დღის განმავლობაში ევროპელ მგზავრებს აშშ-ში შესვლის უფლებას არ მისცემენ. აღნიშნული ცვლილება პარასკევს შევა ძალაში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ მგზავრების შეშვებაზე ვრცელდება და ის ტვირთების გადატანას არ შეეხება.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისა და ბიზნესისთვის, იცოდნენ, რომ ევროპიდან მგზავრობაზე დაწესებული 30-დღიანი შეზღუდვა არანაირად არ შეეხება ვაჭრობას. შეზღუდვები აჩერებს ხალხს და არა ტვირთებს”, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვირუსთან ბრძოლის კუთხით სიფრთხილის ისეთი ზომების მიღება ვერ შეძლო, როგორიც აშშ-მ განახორციელა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი