მილიარდერ ილონ მასკის დედა გვიამბობს, როგორ გაზარდა სამი წარმატებული შვილი მარტომ: "არ აცხოვროთ ბავშვები ფუფუნებაში"
ტესლას დამფუძნებლის, მილიარდერ ილონ მასკის დედის რჩევები ნამდვილად გასათვალისწინებელია, რადგან ამ ქალბატონის სამივე შვილმა დიდ წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში.
სუპერმოდელმა და დიეტოლოგმა ახლახანს გამოსცა წიგნი, რომელშიც გულახდილად აღწერა, თუ როგორ გაზარდა სამი შვილი ქმართან განშორების შემდეგ.

მეი ამ პერიოდში 31 წლის იყო. მასკის სიტყვებით, მათი ოჯახისთვის ეს იყო ძალიან რთული პერიოდი. დედას უწევდა ბევრი შრომა შვილებისთვის საცხოვრებლისა და საკვების უზრუნველყოფისთვის.
შრომისადმი სიყვარული იყო ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ბავშვების აღზრდაში. დისციპლინამ და მუშაობის ადრეულმა დაწყებამ თავისი შედეგი გამოიღო: მეის სამივე შვილმა თავის სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია.

ილონ მასკი (მეის უფროსი შვილი) - ინჟინერი, გამომგონებელი, ტესლას დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. უმცროსი ბიჭი - კიმბალი წარმატებული რესტავრატორი, ხოლო და - ტოსკა პროდიუსერი და რეჟისორი. მას უკვე 40 რეალიზებული პროექტი აქვს.
თვითონ მეიმ 8 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. დასთან ერთად ფოსტალიონს ეხმარებოდა წერილების დარიგებაში და საათში 5 ცენტს გამოიმუშავებდა. 12 წლის ასაკში დებმა მუშაობა დაიწყეს მამამისთან კლინიკაში. პაციენტებს წერდნენ მიღებაზე და ასრულებდნენ მსუბუქ სამუშაოს.

"ისე გავზარდე ჩემი შვილები, როგორც მე და ჩემი და გაგვზარდეს მშობლებმა: დამოუკიდებლები, კეთილები, თავაზიანები, ყურადღებიანები და კეთილსინდისიერები. არ ვექცეოდი შვილებს, როგორც პატარა ბავშვებს და არც ვეჩხუბებოდი. არასოდეს მითქვამს, თუ როგორი აუცილებელი იყო სწავლა. დავალებებსაც კი არ ვუმოწმებდი - ეს მათი მოვალეობა იყო", - ამბობს მეი.
მეი მასკის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავად გააკეთოს არჩევანი და იყოს პასუხისმგებელი თავის საქციელზე. მაგალითად: ილონს, კიმბალუს და ტოსკას ნება დართო, თავად აერჩიათ სპეციალობა და კოლეჯი, ასევე სწავლისთვის საბუთებიც მათ შეაგროვეს.

"ასწავლეთ შვილებს კარგი მანერები. დაე, თავად გადაწყვიტონ, რა უნდათ", - ასეთ რჩევას იძლევა მეი მასკი.
სუპერმოდელი რეკომენდაციას აძლევს მშობლებს, რომ არ შეუქმნან შვილებს უზრუნველი ყოფა. თუმცა მეის უფროსი შვილი - ილონი არ ითვალისწინებს დედის რჩევას და თავისი 6 შვილს ფუფუნებაში და უზარმაზარ კერძო სახლში აცხოვრებს. ისეთ კერძო სკოლაში სწავლობენ, სადაც მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით ღებულობენ ბავშვებს.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“