ცარიელი იტალია: უჩვეულო სანახაობა და ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს სჭირდება (ფოტოები)
მოგზაურობა ვისაც უყვარს და აპირებს, მთელ დედიმაწაზე ალბათ ადამიანს ვერ ნახავ, ვის გეგმებში იტალიაში ჩასვლა არ შედიოდეს.
მხიარული, ხმაურიანი, ხალხმრავალი, სიცოცხლით სავსე ქვეყანა დღეს ლამის მსოფლიო რუქიდან გააქრონ. საკუთარი დაუდევრობით იტალიამ ყველაზე მეტად იზარალა კორონავირუსით და უახლოს პერიოდში პოზიტიური ნიშნები არც ჩანს. ქვეყანა, რომელიც მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანს იზიდავდა, დღეს დაცარიელებული, პარალიზებული და მიტოვებულია.
ეს არის ქვეყანა, სადაც ჩასასვლელი და სანახავი თითო-ოროლა ადგილი კი არ არის, არამედ მთელი ქვეყანა სამოთხეა ტურისტებისთვის. ცალკე ქალაქები, ცალკე საკურორტო ზონები, ცალკე რეგიონები – ყველა და ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესი და გამაოგნებელია. როგორი უჩვეულო სანახავია უსიცოცხლო ვენეცია, რომი, მილანი, კაფე-რესტორნები, მაღაზიები, ტრანსპორტი… იმედი ვიქონიოთ იტალიაც და დანარჩენი სამყაროც მალე დაძლევს ამ ვერაგ გამოწვევას და იტალია ისევ დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას – ლაღს, მოფუსფუსეს, სიცოცხლით აღსავსეს და მსოფლიო მოსახლეობასაც შეუფერხებლად ექნება საშუალება შეიმეცნონ მსოფლიო ისტორიისა და კულტურის ჯადოსნობები.
სამყარო იტალიის გარეშე სამყარო არ არის!
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს