"ვინც რუსეთთან მახვილით მოვა, მახვილით განიგმირება"
რუსეთი მზად იქნება პასუხი გასცეს ნებისმიერ აგრესორს, რომელიც ჰიტლერის გერმანიის მსგავსად გაბედავს თავს დაესხას ქვეყანას, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, „ტასთან“ ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.
მისი თქმით, ის, ვინც რუსეთთან „მახვილით მოვა, მახვილით განიგმირება“.
„საბჭოთა კავშირმა ძალიან საშინელი, უპატიებელი თავდასხმა მოიგერია ნაცისტური გერმანიის მხრიდან. ჩვენ 27 მილიონი ადამიანი დავკარგეთ. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც ამხელა ზარალი განიცადა“, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ თუ კიდევ ვინმე გაბედავს მსგავსი რამ გააკეთოს, რუსეთი „ამას კვლავ გაიმეორებს“.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს