"კორონავირუსის გამო გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა, შესაძლოა, 347 მილიარდ დოლარს მიაღწიოს"
კორონავირუსის გავრცელება გლობალური ეკონომიკური ზრდაზე იმოქმედებს და მთლიანი შიდა პროდუქტი, შესაძლოა, 0.1 - 0.4%-ით შემცირდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა 77-დან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწიოს. აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა ჩინეთში, შესაძლოა, 0.3-დან 1.7%-მდე, აზიის განვითარებად ქვეყნებში კი (ჩინეთის გამოკლებით) 0.2-დან 0.5%-მდე შემცირდეს.
მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმზე, საქმიან მოგზაურობაზე, ვაჭრობისა და წარმოების კავშირებზე. შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. ბანკის ინფორმაციით, დახმარების მიზანია ქვეყნებს ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"