"ტრამპო, მოხსენი წყეული სანქციები, რომ ვირუსს გავუმკლავდეთ" - ირანის ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა
ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მუჰამედ მირმოჰამადი 71 წლის იყო.
ექსპერტების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ირანში 5.5.%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნებში არსებულ მონაცემებს. ამასთან, როგორც ცნობილია ქვეყნიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა. გავრცელებული ცნობებით, ირანიდან თავიანთი მოქალაქეების გაყვანას სხვა ქვეყნებიც გეგმავენ.
ამასთან, ირანი ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე აშშ-ს სთხოვს, სანქციები მოუხსნას. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ხესამედინ აშენამ დონალდ ტრამპს "ტვიტერის“ პირადი გვერდიდან მიმართა.
ცნობისთვის, ოფიციალური ცნობებით, ირანში კორონავირუსით 1000-მდე ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა.
არაოფიციალური ცნობებით კი, ვითარება ქვეყანაში საგანგაშოა და დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს მკვეთრად აღემატება. BBC გასულ შაბათს წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანში ვირუსმა 210 ადამიანი იმსხვერპლა.
სიახლეები
- დანიის ზოოპარკი მტაცებლების გამოსაკვებად არასასურველ შინაურ ცხოველებს ითხოვს
- “უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა” - შალვა პაპუაშვილი
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს