"კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება"- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მიერ ბოლო დროს მოწოდებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, ეპიდემიის შეფასების თვალსაზრისით ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადან გაბრეისუსმა გააკეთა.
„მონაცემები შემთხვევების შემცირებაზე მეტყველებს, თუმცა ამ ტენდენციის შესახებ ძალიან ფრთხილი მსჯელობაა საჭირო, ვინაიდან ტენდენციები, შესაძლოა, შეიცვალოს. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ კლება შენარჩუნდება. ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება,“- განაცხადა ტედროს ადან გაბრეისუსმა.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 70,635 დადასტურებული, მათ შორის 1,772 ფატალური შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, გაბრეისუსმა აღნიშნა, რომ ვირუსით 25 ქვეყანაში 700-ზე ნაკლები ადამიანია დაინფიცირებული.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"