აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე აქტივობამ 10:00 საათისთვის 12.57% შეადგინა.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე ტარდება. ქვეყანაში დარეგისტრირებულია 5.3 მილიონი ამომრჩეველი. მილი მეჯლისის 125 მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძვის. არჩევნებს აკვირდება 77 ათასი ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი