"ბრექსითი“ არის ისტორიული მნიშვნელობის გაფრთხილება, რაც ევროპამ უნდა გაიგოს და გაითავისოს"
„ბრექსითი“ ევროპისთვის ისტორიული მნიშვნელობის გაფრთხილებაა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „ჩვენ მეტი ევროპა გვჭირდება“.
„ეს გასვლა შოკისმომგვრელია. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გაფრთხილება, რომელიც ყველამ, მთელმა ევროპამ უნდა გაიგოს და გაითავისოს“, - განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, „ბრექსითის“ ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ კონტიტენტი ვერ შეიცვალა. „ეს ის სევდიანი დღეა, რომელმაც სხვანაირად უნდა დაგვაწყებინოს აზროვნება“, - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, გუშინ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი