17 ქვეყანა, სადაც ამ დროისათვის კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
გლობალურად, ჩინეთს მიღმა კორონავირუსის დაახლოებით 80 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ეს ქვეყნებია: ჩინეთი (მათ შორის ჰონგ-კონგისა და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულები), ტაივანი, ავსტრალია, კამბოჯა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, მალაიზია, ნეპალი, შრი ლანკა, სინგაპური, ტაილანდი, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, აშშ, ვიეტნამი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ახალ კორონავირუსს, მიმდინარე მონაცემებით 132 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევები 6000-ს აღემატება.
ჩინეთის ქალაქ უხანიდან, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს აშშ-მა და იაპონიამ. რამდენიმე ქვეყანა მოქალაქეების გაყვანისთვის ემზადება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"