თურქეთში, მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1015-ს აღწევს
ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.
დაშავებულთა რაოდენობა კი 1015-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათაიში გამოიწვია. მათივე ცნობით, ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა. საერთო ჯამში ქვეყნის შვიდ რეგიონში დაშავებულთა რიცხვი უკვე 1015-ს აღწევს.
აღმოსავლეთ თურქეთში, 24 იანვარს, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი