ევროკავშირი თურქეთს დახმარებას 75 პროცენტით უმცირებს
ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი დახმარების თანხას 75 პროცენტით უმცირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანულ მედია სახლ Funke Mediengruppe-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთს დახმარება სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციისა და კვიპროსში გაზის მოპოვების მიზნით უკანონო ბურღვითი სამუშაოების გამო უმცირდება.
ბორელი აღნიშნავს, რომ ქვეყანა გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი დახმარების სახით მხოლოდ 168 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 150 მილიონი ევრო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ შემცირება არ შეეხება 3.5 მილიარდ ევროს, რომელიც თურქეთმა ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უნდა მიიღოს და რომლის სანაცვლოდან მან საკუთარი ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით ლტოლვილთა უკანონო შედინება უნდა შეაჩეროს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე