"რუსეთი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით უდიდეს არქივს შექმნის და მსოფლიოს სიმართლეს დაუმტკიცებს"
საბჭოთა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში რუსეთს დღესაც შთააგონებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, „გალერია მანეჟში“ გამართულ წლიური მიმართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აპირებს, რომ შექმნას ომთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მსოფლიოს უდიდესი არქივი და მსოფლიოს „სიმართლე“ დაუმტკიცოს, რადგან „ომთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება“.
„ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი გმირების ხსოვნა“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები უგულვებელყოფენ იმ მსხვერპლს, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დროს გაიღო.
ცნობისთვის, ბოლო დროს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები თავიანთი პოზიციის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა. რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა“ მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო. ცოტა ხნის შემდეგ კი პუტინმა პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლონეთის ელჩი გერმანიაში იყო „ნაბიჭვარი, ანტისემიტი, ღორი“.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე