ტყის ხანძართან ბრძოლაში ავსტრალიაში სამი ათასი სამხედრო რეზერვისტი ჩაერთო
ავსტრალიამ სამი ათასზე მეტი სამხედრო რეზერვისტი ჩართო ტყეებში ხანძართან საბრძოლველად.
ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ლინდა რეინოლდსის თანახმად, მთავრობამ გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი, მაგრამ ცეცხლთან ბრძოლის სხვა გზა არ არსებობს.
ავსტრალიის ორ შტატში, ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსში საგანგებო მგომარეობაა გამოცხადებული.
ბოლო თვეებში ამ ქვეყანაში ხუთ მილიონი ჰექტარი ტყე დაიწვა, ხანძრის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი, განადგურდა ასეულ ათასობით ცხოველი, განადგურდა ათასამდე სახლი.
ზოგიერთ რეგიონში ძლიერი კვამლის გამო შეუძლებელია ხანძრის ჰაერიდან ჩაქრობა, მთავრობამ ამ არეალებში სამხედრო გემები გააგზავნა მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით.
ავსტრალიაში ხანძრის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ კოსმოსიდან მოჩანს. კონტინენტის ფოტოგრაფირებას აწარმოებს იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს თანამგზავრი, Himawari-8.
ტყის ხანძრის გამო ჰაერის დაბინძურებამ დედაქალაქ კანბერაში ნორმას - „საშიშია სიცოცხლისთვის“, 26-ჯერ გადააჭარბა. ამის თაობაზე ადგილობრივი მედია იტყობინება. ცეცხლი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე