ხალიფა ჰაფტარი - ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაცხადებთ ჯიჰადს
ლიბიის არაღიარებულმა ლიდერმა, ხალიფა ჰაფთარმა მოსახლეობას იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა.
ამბოხებული გენერლის განცხადება თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა ლიბიის გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს.
„ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და ვაცხადებთ ჯიჰადს. ყველას მოვუწოდებთ, იარაღი აიღონ ხელში“,-განაცხადა ჰაფთარმა სატელევიზიო მიმართვის დროს.
მისი თქმით, „კაცებმა და ქალებმა, ჯარისკაცებმა და სამოქალაქო პირებმა იარაღი უნდა აიღონ, რათა დაიცვან სამშობლო და ღირსება“.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთი ლიბიის მთავრობას სამხედრო დახმარებას გაუწევს. 2014 წლის მოვლენების შემდეგ ლიბია ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც ცნობილია, გაერო ლიბიის დროებით მთავრობას აღიარებს, ხოლო რუსეთი, ირანი და ეგვიპტე აღმოსავლეთ ლიბიაში ხალიფა ჰაფტარის რეჟიმს უჭერენ მხარს.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს