"ჩვენ ვიმოქმედეთ, რომ ომი შეჩერებულიყო და არა იმისთვის, რომ დაწყებულიყო"
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ქასემ სულეიმანის ლიკვიდაცია იმის გამო მოხდა, რომ ირანთან „ომი შეჩერებულიყო“ და არა დაწყებულიყო. მისივე თქმით, მას არ სურს ომი.
„ჩვენ ვიმოქმედეთ, რომ ომი შეჩერებულიყო და არა იმისთვის, რომ დაწყებულიყო. სულეიმანმა თავისი ავადმყოფური მისწრაფებებით ტერორის სცენარი შეიმუშავა ისეთი რეგიონებისთვისაც კი როგორიცაა ახალი დელი და ლონდონი. მისი ტერორით მმართველობა დასრულდა. ის აპირებდა დარტყმა განეხორცეილებინა ამერიკელ დიპლომატებზე და თანამშრომლებზე, მაგრამ ჩვენ ის ამ პროცესის დროს შევაჩერეთ“,-განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ერაყის დედაქალაქში, პენტაგონის მიერ აეროპორტში განხორციელებული დრონით შეტევის დროს, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი, ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირი, ყასემ სულეიმანი დაიღუპა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე