ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც გასამხედროებული დაჯგუფებების 5 წევრისა და 2 „სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ერაყის გასამხედროებულ დაჯგუფებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კატიუშას ტიპის სამი რაკეტა სატვირთო ტერმინალთან ახლოს დაეცა და ორი ავტომობილი დაიწვა, რის შედეგადაც მათი ხუთი წევრი და ორი „მნიშვნელოვანი სტუმარი“ დაიღუპა.
ადგილობრივი პოლიციისა და ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით კი გარდაცვლილია სულ მცირე 5 და დაჭრილია 9 ადამიანი.
შიიტი მებრძოლების „სახალხო მობილიზაციის ძალებმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „აშშ-ის მიერ განხორციელებული ლაჩრული დაბომბვის“ შედეგად მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი გარდაიცვალა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.
შეგახსენებთ, ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქათაიბ ჰეზბოლას“ ბაზებზე მიტანილი ავიაიერიშის გამო, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები სამშაბათს ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი