დონალდ ტრამპი ფხენიანის „საშობაო საჩუქარზე“ - შესაძლოა, კიმ ჩენ ინმა რაკეტების გამოცდის ნაცვლად ლამაზი საყვავილე გამომიგზავნოს
ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოგზავნილ ნებისმიერ „საშობაო საჩუქარს“ წარმატებით გაუმკლავდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფხენიანის მუქარაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ვნახავთ, რა სიურპრიზი იქნება და ძალიან წარმატებით გავართმევთ თავს. ვნახავთ, რა მოხდება. შესაძლოა, ეს მშვენიერი საჩუქარიც იყოს და მან [კიმ ჩენ ინმა] რაკეტების გამოცდის ნაცვლად ლამაზი საყვავილე გამომიგზავნოს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფხენიანი ვაშინგტონს „საშობაო საჩუქარს" უმზადებს. აშშ-ში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეა გრძელი დიაპაზონის რაკეტის გამოცდისთვის ემზადებოდეს.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს