დონალდ ტრამპი - „ბრექსითის“ შემდეგ თავისუფლად შევძლებთ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულება გავაფორმოთ - იზეიმე ბორის!
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ „ბრექსითის“ შემდეგ, აშშ შეძლებს თავისუფლად გააფორმოს მასშტაბური სავაჭრო ხელშეკრულება ბრიტანეთთან.
„ვულოცავ ბორის ჯონსონს დიდებულ გამარჯვებას! ბრიტანეთი და შეერთებული შტატები თავისუფლად შეძლებენ ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას „ბრექსითის“ შემდეგ. ამ შეთანხმებას ექნება პოტენციალი გახდეს უფრო დიდი და უფრო მომგებიანი, ვიდრე ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირთანაა გაფორმებული. იზეიმე ბორის!“- წერს დონალდ ტრამპი „თვითერის“ საკუთარ გვერდზე.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“ დიდი უპირატესობით იმარჯვებს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო