ამ გვერდის ამობედვა

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.

მაშველების ინფორმაციით, ამ დრომდე ფსიქოლოგიური დახმარება 398 ადამიანს გაეწია.

დარნიცკის რაიონში მდებარე 9-სართულიან კორპუსში ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები და ადამიანების ძებნა გრძელდება.

წაკითხვა 88 ჯერ