აშშ ირანის წინააღმდეგ ჰიპერბგერითი იარაღის გამოყენებას განიხილავს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთში Dark Eagle-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების განლაგება მოითხოვა,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია, მათ შორის Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ჰიპერბგერითი რაკეტების სისტემის (Dark Eagle) ახლო აღმოსავლეთში განთავსება მოითხოვა, რაც, საჭიროების შემთხვევაში, ირანის შორეულ სამხედრო ობიექტებზე სწრაფი დარტყმის შესაძლებლობას იძლევა.
თუ მოთხოვნა დამტკიცდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატები ჰიპერბგერით რაკეტებს განათავსებს.
ჰიპერბგერითი იარაღი მაღალი სიჩქარითა და მანევრირების უნარით გამოირჩევა, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მის ჩაჭრას რთულს ხდის.
წყარომ ასევე დააზუსტა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ჰიპერბგერითი იარაღის გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს