ამ გვერდის ამობედვა

ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას

მსხვერპლი მოჰყვა ნიუ-იორკის აეროპორტ LaGuardia-ს ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე კანადის ავიაკომპანია Air Canada-ს სამგზავრო თვითმფრინავის შეჯახებას აეროპორტის საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან.

ინციდენტი 23 მარტს მოხდა. აეროპორტი დროებით დაკეტილია.

ამერიკული მედიასაშუალებები სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერენ, რომ დაიღუპა თვითმფრინავის ორივე პილოტი. დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.

თვითმფრინავში, რომელიც ნიუ-იორკში მონრეალიდან ჩავიდა, 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა. ისინი ევაკუირებული არიან.

თვითმფრინავის ის ნაწილი, სადაც პილოტების კაბინა იყო, განადგურებულია.

წაკითხვა 121 ჯერ