,,ირანი მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმის”- ქაზემ გარიბაბადი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქაზემ გარიბაბადი თეირანის მონაწილეობას ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტში უარყოფს, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია AnewZ-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ირანი არ ახორციელებს დარტყმებს მეზობელ ქვეყნებზე. აღნიშნული ინციდენტი საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“, – განაცხადა დიპლომატმა ინტერვიუში, რომელიც ტელეგრამის არხებზე ვრცელდება.
მედიის ინფორმაციით, მან აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის სტრატეგია არჩევით ხასიათს ატარებს.
მისი თქმით, ირანის შესაძლო დარტყმების სამიზნე შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ ტერიტორიას აშშ-სა და მის მოკავშირეებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ბაზების განსათავსებლად უთმობენ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო