"რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
პესკოვის თქმით, რუსეთს სომხეთთან და აზერბაიჯანთან თითქმის ყველა სფეროში სასარგებლო თანამშრომლობა აქვს და მოსკოვი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.
„ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი როგორც ბაქოსთან, ასევე ერევანთან, რომელიც ყველა შესაძლო სფეროს მოიცავს. ეს მოიცავს ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ორმხრივ ინვესტიციებს და კულტურულ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ვაპირებთ ამ ურთიერთობების განვითარებას ჩვენს პარტნიორებთან ისე, რომ ეს იყოს ორმხრივად მომგებიანი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი სუვერენული სახელმწიფოები არიან და, შესაბამისად, აქვთ სრული უფლება, დაამყარონ ურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ როლი სომხეთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში აშკარაა და რუსეთი იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში სომხეთთან თანამშრომლობა გაგრძელდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი