ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ტექნოლოგიური კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი იუწყება.
გამოცემის შეფასებით, მასკის ქონების მკვეთრი ზრდა მისი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოქმედი კომპანიის, xAI-ის გაერთიანებას უკავშირდება, რის შედეგადაც კომპანიის საერთო შეფასება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Forbes-ის მონაცემებით, მასკის წმინდა ქონება ამ ეტაპზე დაახლოებით 850 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოსა და ისტორიის ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს ნაღდ ფულად სახსრებს და ეფუძნება საბაზრო შეფასებებს, მათ შორის მასკის წილებს კერძო და საჯარო კომპანიებში.
ამასთან, სხვა ფინანსური ინდექსების შეფასებები შესაძლოა განსხვავდებოდეს, თუმცა Forbes-ის მონაცემებით, 800 მილიარდ დოლარიან ზღვარს ისტორიაში პირველად სწორედ ილონ მასკმა გადააჭარბა.
ამჟამად მასკი დაახლოებით 575 მილიარდი დოლარით უფრო მდიდარია, ვიდრე Forbes-ის რეალურ დროში მილიარდერთა სიის მეორე ადგილზე მყოფი ადამიანი, Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე