იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
იტალიური გაზეთის, Corriere della Sera-ს ცნობით, კვირის დასაწყისში რომში გამართული შეხვედრის დროს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ საათ-ნახევარი მოანდომა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დარწმუნებას, რომ ომის დასასრულებლად მტკივნეულ დათმობებზე წასულიყო.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, „კონსტრუქციული შეხვედრისა და ურთიერთნდობის ფასადის მიღმა“, როგორც ოფიციალურად შეფასდა მელონისა და ზელენსკის შორის 90-წუთიანი საუბარი, „კიდევ ერთი ისტორია“ იმალება: ორმხრივი ზეწოლის ისტორია.
„ჩვენი პრემიერ-მინისტრის მიდგომა პირდაპირი იყო, გზავნილით, რომლის შეჯამებაც ასე შეიძლება: „გაითვალისწინეთ შესაძლებლობა, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული მტკივნეული დათმობების გაკეთება“, – წერს იტალიური გაზეთი.
ჟურნალისტების თქმით, საერთო ჯამში, უკრაინულ-იტალიური მოლაპარაკებები „მთლიანად შეუფერხებლად არ წარიმართა“, რადგან იტალია მხარს უჭერს ამერიკელების სამშვიდობო შეთანხმებისკენ სწრაფვას და და ზოგადად უფრო მეტად ემხრობა ამერიკელების პოზიციას, ვიდრე ევროპელებისას. გარდა ამისა, ცალკე შეშფოთებას იწვევს უკრაინის კორუფციული სკანდალი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე