"ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს ძალის გადამეტების შემთხვევები"
ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები.
„ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის რეფორმების ძალისხმევის და დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა წინ მიიწევს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოში ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს სამართალდამცვლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები“, – განაცხადა კალასმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"