"უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ უკრაინულმა ჯარებმა ერთი მიმართულებით წინ წაიწიეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს.
„29 ნოემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური ვიდეოჩანაწერები მიუთითებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ მცირე წინსვლა განახორციელეს ფილიის ჩრდილოეთით (ნოვოპავლოვკის სამხრეთით)“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამავდროულად, ISW აცხადებს, რომ რუსულმა ჯარებმა კუპიანსკის მიმართულებით გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი