,, ჩემთვის ნათელია, რომ სანამ პუტინი ფიქრობს, რომ ის წინამძღოლის პოზიციაშია, მშვიდობა არ იქნება"- ლინდსი გრეჰემი
ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრეჰემი ჟენევის შეხვედრებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმაზე ეხმიანება:
,,იმედი მაქვს, ჟენევის შეხვედრები ნაყოფს გამოიღებს და უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდებიან ამ საშინელი ომის დასრულების გზაზე. ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მშვიდობისკენ სწრაფვას. თუმცა, ჩემთვის ნათელია, რომ სანამ პუტინი ფიქრობს, რომ ის წინამძღოლის პოზიციაშია, მშვიდობა არ იქნება. ის დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას და არა მშვიდობას. ამის დაშვება მთელ მსოფლიოში მეტ აგრესიას წაახალისებს და ეს ყველას დაგვატყდება თავს. ამ მხრივ, ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსაყენებელია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, მალე ვიპოვით საპატიო და სამართლიან მშვიდობას. მაგრამ თუ პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის უარყოფას, სამშვიდობო წინადადებებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას და კაპიტულაციის დაჟინებით მოთხოვნას, მაშინ დროა, შეერთებულმა შტატებმა და დანარჩენმა მსოფლიომ სხვაგვარად დაიწყონ კარტების თამაში" - წერს ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრეჰემი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს