აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში, კენტუკის შტატში, ლუისვილის საერთაშორისო აეროპორტში, აფრენის დროს UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ,,ბიბისი” წერს.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის შვიდი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა, ზოგი კი დაკარგულად ითვლება. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს თავშესაფრის ძებნა ურჩიეს.
ლუისვილის მერმა, კრეიგ გრინბერგმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა „წარმოუდგენელი ტრაგედიაა, რომელსაც საზოგადოება არასდროს დაივიწყებს“.
აეროპორტში ყველა რეისი დროებით შეჩერებულია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) და ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო უხელმძღვანელებენ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე