რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
რომის ისტორიულ ცენტრში თერთმეტ საათს გაგრძელდა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის გადარჩენის ოპერაცია. ის მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ნოემბერს, გვიან ღამით ამოიყვანეს, მაგრამ მძიმე მდგომარეობის გამო ექიმებმა გადარჩენა ვეღარ შეძლეს და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რომის კოლიზეუმის მახლობლად მდებარე XIII საუკუნის კოშკის, Torre dei Conti-ს ნაწილი 3 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. ნგრევის დროს იქ იმყოფებოდნენ მუშები, რომლებიც კოშკის რესტავრაციაში მონაწილეობდნენ.
გარდაცვლილი მამაკაცი რუმინეთის მოქალაქე იყო. კიდევ ერთმა რუმინელმა ნანგრევებიდან გამოსვლა მაშველების დახმარებით მალევე შეძლო. მედიის ცნობით, ევაკუირებული იყო კიდევ ორი მუშა.
რომის პრეფექტმა ლამბერტო ჯანინიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია ძალიან რთული და ხანგრძლივი იყო, რადგან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის გადარჩენის გარდა აუცილებელი იყო თავად მაშველების წინაშე არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანა.
ჯანინის თანახმად, პირველი ნგრევის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილის გარშემო შექმნეს ერთგვარი დაცვა, რის შედეგადაც მეორედ ჩამონგრევისას ის შედარებით დაცული იყო. სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ისევ დაიწყო 29-მეტრიანი კოშკის ნაწილის ნგრევა.
შუა საუკუნეების Torre dei Conti დამთვალიერებლებისთვის წლებია დაკეტილია და იქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს