რუსეთის რეგიონებში დრონებით შეტევა იყო ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაიონებში
29 ოქტომბერს აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დილით განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში „მოგერიებულია” უკრაინული დრონების „მასირებული შეტევა”, თუმცა არაფერი თქვეს კონკრეტულ ობიექტებზე, რომლებზეც, სხვადასხვა ტელეგრამ-არხის ცნობით, დრონებით დარტყმა იყო. მათ შორისაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
რუსეთის ულიანოვსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი რუსკიხმა დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ნოვოსპასკის რაიონში „ლიკვიდირებულია დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენით გამოწვეული ხანძარი”. კონკრეტულად რა იწვოდა, გუბერნატორს არ უთქვამს. რამდენიმე მედიასაშუალება თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით შეტევა იყო ნოვოსპასკიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
სავარაუდოდ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო დრონების სამიზნე რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკაშიც. მისი მეთაურის, იური ზაიცევის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატებით „დარტყმები დაფიქსირებულია ერთ-ერთი საწარმოს მახლობლად”, სადაც „არაფერი დანგრეულა და არავინ დაშავებულა". რამდენიმე ტელეგრამ-არხის ცნობით, საწარმო, რომელზეც შეტევა იყო დაბა ორშანკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
აფეთქებები იყო სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკშიც. ტელეგრამ-არხი ASTRA წერს, რომ შეტევა განხორციელდა ნავთობქიმიურ ქარხანა „სტავროლენზე“.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს