რუსებმა ხარკოვში საბავშვო ბაღს დრონით დაარტყეს
რუსეთის არმიამ ხარკოვს „შაჰედის“ დრონებით შეუტია,- ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
ერთ-ერთმა დრონმა კერძო საბავშვო ბაღს დაარტყა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
“ხოლოდნოგორსკის ოლქში კერძო საბავშვო ბაღი დაბომბეს. არიან დაშავებული ბავშვები. დარტყმის ადგილზე ხანძარია“, – დაწერა მან თავის Telegram არხზე.
თავდასხმების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დიპლომატიაზე საუბარს აზრი არ აქვს, სანამ რუსეთის ლიდერები კრიტიკულ პრობლემებს არ იგრძნობენ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო