“ისრაელისთვის დიდებული დღეა” - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელისთვის დიდებული დღეა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზასსამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, შეთანხმების დასამტკიცებლად დღეს ისრაელის მთავრობასა და უსაფრთხოების კაბინეტს მოიწვევს.
„ეს შესანიშნავი დღეა ისრაელისთვის. მთავრობას მოვიწვევ შეთანხმების დასამტკიცებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუმ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში მიიწვია, რათა ქნესეთში სიტყვით გამოვიდეს.
„გეგმის პირველი ფაზის დამტკიცების შედეგად, ყველა მძევალი სახლში დაბრუნდება. ეს დიპლომატიური წარმატება და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული და მორალური გამარჯვებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე