პარიზში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ახლოს, ფურგონი აფეთქდა
პარიზში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მახლობლად, პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს გადადგომიდან ერთი დღის შემდეგ, აფეთქებების ხმა გაისმა და მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველების ცნობით, სამი აფეთქება მოხდა, სანამ ფურგონი, რომელიც სავარაუდოდ საზოგადოებრივი განათების კომპანიას ეკუთვნოდა, ვარენის ქუჩაზე აალდებოდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მედია ასევე იტყობინება, რომ ხანძარი მხოლოდ ფურგონით შემოიფარგლა და ახლომდებარე შენობებზე არ გავრცელებულა.
აფეთქებისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ცნობისთვის, სებასტიან ლეკორნუმ თანამდებობა ორშაბათს, 27-დღიანი თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ და ახალი კაბინეტის წარდგენიდან რამდენიმე საათში დატოვა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე