საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა – დაიღუპა ოთხი ადამიანი
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ნავი ეგეოსის ზღვაში მაშინ გადაბრუნდა, როდესაც ის თურქეთის სანაპიროდან საბერძნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
საბერძნეთის სანაპირო დაცვამ 34 ადამიანი გადაარჩინა და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ინციდენტის ადგილას კვლავ გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიგრანტთა ზუსტი რაოდენობა, რომლებიც ნავზე იმყოფებოდნენ, ამ დროისთვის უცნობია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს