"არასდროს ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, ინციდენტები ხდება, მაგრამ გამიზნულ ცეცხლს არასდროს ვისვრით და არასდროს ვუშვებთ დრონებს ან რაკეტებს ევროპის სახელმწიფოებზე"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს ქვეყნებში თავის დრონებს არ უშვებს. ამის შესახებ ლავროვმა გაეროს გენერალურ ასაბლეაზე და შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არასდროს არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს. ინციდენტები ხდება, მაგრამ გამიზნულ ცეცხლს არასდროს არ ვისვრით. და ჩვენ არასდროს არ ვუშვებთ ჩვენს დრონებს ან რაკეტებს ევროპაში მდებარე სახელმწიფოებზე, ევროკავშირის წევრებზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებზე,” - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, “სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარები, რომლებსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ლამის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირზე თავდასხმას გეგმავს”.
ლავროვის თქმით, “რუსეთს არასდროს არ ჰქონდა და არ აქვს მსგავსი ზრახვები”, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია “მტკიცე წინააღმდეგობას მიიღებს”.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი