“რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთში მიდის” - დონალდ ტრამპი
რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთში მიდის, ისინი ყველაფერს საშინლად ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, თუ საერთოდ იკავებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სინამდვილეში, რუსეთი კარგავს გარკვეულ ტერიტორიას, რაც ძალიან ცუდია მისი რეპუტაციისთვის.
„ეს ომი უნდა დასრულებულიყო. ეს რომ ჩვენი ომი ყოფილიყო, ერთ კვირაში დავასრულებდით“, – განაცხადა ტრამპმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს