ნიკოლა სარკოზის ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, პარიზის სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის, რომელიც 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ლიბიიდან არალეგალურ დაფინანსებას უკავშირდება.
გამოძიების თანახმად, სარკოზი და მისი თანმხლები პირები ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეჟიმთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ და არჩევნებში გასამარჯვებლად უცხოურ ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.
სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ასევე 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე სხვა ბრალდება, მათ შორის პასიური კორუფცია და ფულის გათეთრება, მოუხსნეს.
სარკოზი ბრალდებებს უარყოფს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე