“თუ სურთ, რომ ციხეში მეძინოს, დავიძინებ თავაწეული” - სარკოზი პატიმრობის მისჯაზე
ბრალს არ ვაღიარებ და განაჩენს გავასაჩივრებ,- ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ბრალის წაყენების შემდეგ განაცხადა.
“მათ თუ სურთ, რომ ციხეში მეძინოს, დავიძინებ თავაწეული. მე უდანაშაულო ვარ. არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. რა თქმა უნდა, აპელაციას შევიტან. უდავოდ, მომიწევს, სააპელაციო სასამართლოს წინაშე ხელბორკილებით წარვდგე. ისინი, ვისაც ასე ძალიან ვძულვარ, ფიქრობენ, რომ მამცირებენ, მაგრამ საფრანგეთს ამცირებენ. ეს არის საფრანგეთის იმიჯი. ვინმემ თუ უღალატა ფრანგ ხალხს, ეს მე არ ვარ, ეს არის ის წარმოუდგენელი უსამართლობა, რომელიც თქვენ ახლა იხილეთ. ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ ჩემი სრული უდანაშაულობის დასამტკიცებლად“, – განაცხადა სარკოზიმ.
ცნობისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პარიზის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, რომელიც 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ლიბიიდან არალეგალურ დაფინანსებას უკავშირდება
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს