“როგორც ჩანს, უკრაინაში ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება” - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დიდ პატივს სცემს უკრაინის ბრძოლას, თუმცა მიიჩნევს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება.
ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნული განცხადება ნიუ-იორკში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მანვე დასძინა, რომ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომი სწრაფი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მოსკოვის მიღწევები განსაკუთრებულად არ გამოიყურება.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს, კვლავ ენდობოდა თუ არა პუტინს, მან უპასუხა, რომ ერთ თვეში შეგვატყობინებდა.
მან ასევე ისაუბრა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე:
„რუსეთის ეკონომიკა ამჟამად საშინელ მდგომარეობაშია. ის კოლაფსს განიცდის. უკრაინა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ამ უზარმაზარი არმიის შესაჩერებლად“, – განაცხადა ტრამპმა.
ამავდროულად, თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ბუდაპეშტის მიერ რუსული რესურსების შესყიდვებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს