ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბოლო თვის განმავლობაში რუსეთმა დიპლომატიისა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმართ სრული უპატივცემულობა აჩვენა.
„იზრდება საფრთხეები ჩვენი კავშირისთვისაც. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსულმა Shahed-ის დრონებმა ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაარღვიეს როგორც პოლონეთში, ასევე რუმინეთში. ეს არ არის ისეთი ადამიანის ქმედებები, ვისაც მშვიდობა სურს. პრეზიდენტი პუტინი ისევ და ისევ ესკალაციას ახდენს. საპასუხოდ კი ევროპა აძლიერებს ზეწოლას. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ დღეს სანქციების მე-19 პაკეტს.
ჩვენ გვსურს ამ შემოსავლების შემცირება. ამიტომ, ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე. დროა, ონკანი დავკეტოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აღსრულების გასაძლიერებლად, ჩვენ ამჟამად სანქციებს ვუწესებთ ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 118 გემს. სულ, ევროკავშირის სანქციების ქვეშ 560-ზე მეტი გემია. ენერგეტიკული ვაჭრობის მსხვილ კომპანიებს, „როსნეფტს“ და „გაზპრომნეფტს“ ახლა სრული ტრანზაქციები ეკრძალებათ. სხვა კომპანიებსაც აქტივები გაეყინებათ. ახლა მათ წინააღმდეგ მივდივართ, ვინც რუსეთის ომს სანქციების დარღვევით, ნავთობის შეძენით აძლიერებს.
პირველად, ჩვენი შემზღუდავი ზომები კრიპტო პლატფორმებს შეეხება და კრიპტოვალუტით ტრანზაქციებს აკრძალავს. ჩვენ სიაში შევიტანთ უცხოურ ბანკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ალტერნატიულ გადახდის სერვის სისტემებთან. ასევე, ვზღუდავთ ტრანზაქციებს სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში მყოფ სუბიექტებთან.
გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ეს სასტიკი ომი დასრულდეს. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად დაამტკიცონ ეს ახალი სანქციები. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა დატოვოს ბრძოლის ველი და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ეს არის გზა, რათა მშვიდობას რეალური შანსი მივცეთ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა