აშშ ჩინეთს TikTok-ის აკრძალვით ემუქრება
თუ ჩინეთი ტარიფების შემცირებისა და ტექნოლოგიური ექსპორტების შეზღუდვებზე მოთხოვნებს არ დათმობს, აშშ მზად არის, სოციალური ქსელი TikTok აკრძალოს,- ამის შესახებ, ოფიციალური პირები აცხადებენ.
აშშ-ის და ჩინეთის დელეგაციები მადრიდში მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში TikTok-ის ჩინელი მფლობელის, ByteDance-ის მიერ პლატფორმის მნიშვნელოვანი წილის ამერიკული კომპანიისთვის მიყიდვას განიხილავენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ვაჭრობასა და ტექნოლოგიებზე შეზღუდვების შემცირებას ითხოვს და სანაცვლოდ თანხმდება, რომ პოპულარული სოციალური მედიის აპლიკაცია ამერიკულ მფლობელობაში გადავიდეს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს, რათა საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, თუ კომპანია არ დათანხმდება, TikTok-ის აკრძალვა შესაძლებელია.
ცნობისთვის, 19 იანვრიდან დაწყებული აშშ-ში ძალაში შევიდა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანება, რომელიც TikTok-ის აკრძალვას გულისხმობდა იმ შემთხვევაში, თუკი პლატფორმა ამერიკელ ან მოკავშირე ქვეყნის მყიდველზე არ გაიყიდებოდა.
20 იანვარს, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი ბრძანება TikTok-ის აკრძალვის აღსრულების 75 დღით გადაწევა იყო.
4 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა TikTok-ის აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გაახანგრძლივა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე