“ევროპა რუსეთის შესაკავებლად საკმარისად ძლიერი არ არის” - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
“ევროპის ქვეყნები რუსეთის შეკავებისთვის საკმარისად ძლიერები არ არიან”,- ამის შესახებ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიჰალმა, The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, ყველა საღ აზრზე მყოფ ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
„ჩვენ ცოტა პარანოიდებადაც კი მივიჩნიეთ, როდესაც რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე ვსაუბრობდით წარსულში. თუმცა, ახლა ყველაფერი, რაზედაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და სკანდინავიაში ვსაუბრობდით, რეალობად იქცა“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
მან აღნიშნა, რომ ევროპა სამხედრო თვალსაზრისით შორს არის მოსკოვის „შეკავების“ უნარისგან და მის გაძლიერებას „დიდი დრო“ დასჭირდება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს