"ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მილიარდერი ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ის ცუდი კაცია“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში „რადიკალი მემარცხენე“ კონტინგენტი შერიგების გზაზე ბარიერს წარმოადგენს.
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ერი გამოჯანმრთელდება კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ.
„მინდა, ვნახო ერის გამოჯანმრთელება, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალ მემარცხენე შეშლილთა ჯგუფთან. ისინი სამართლიანად არ თამაშობენ და არც არასდროს თამაშობდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი