“ჩარლი კირკის დაკარგვა დიდი დანაკლისია” - ტრამპი
ჩემი ადმინისტრაცია იპოვის ყველას და თითოეულ მათგანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სისასტიკეში და სხვა პოლიტიკურ ძალადობაში,- ასე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის გარდაცვალებას, რომელიც იუტას შტატში, კოლეჯის კამპუსში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას სასიკვდილოდ დაჭრეს.
მისი თქმით, კირკის დაკარგვა დიდი დანაკლისია კონსერვატიული მოძრაობისთვის.
“დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების გული ჩარლიზე უკეთ არავის ესმოდა. ის ყველას უყვარდა, განსაკუთრებით მე და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანიასა და ჩემი სამძიმარი მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას და ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!”,- დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რადიკალური მემარცხენეების“ რიტორიკამ ხელი შეუწყო მისი ახლო მოკავშირის, ჩარლი კირკის მკვლელობას და პირობა დადო, რომ იპოვის პოლიტიკურ ძალადობაში პასუხისმგებელ პირებს, ასევე „ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ და მხარს უჭერენ მას“.
ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კირკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს