“დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული” - რადოსლავ სიკორსკი
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთი განზრახ დაესხა თავს ნატო-ს წევრ ქვეყანას და კრემლის განცხადებები ჩაურევლობის შესახებ ტყუილი და ტიპური საბჭოთა პრაქტიკაა.
“პოლონეთის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვია რუსეთში წარმოებულმა დრონებმა. ჩვენი შეფასებით, მათ კურსიდან არ გადაუხვევიათ, არამედ განზრახ მიმართეს. პოლონეთი, ევროკავშირი და ნატო არ შეშინდებიან და გავაგრძელებთ უკრაინის მამაცი ხალხის მხარდაჭერას. დროა, რუსეთის ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ევროპის უკანასკნელი იმპერიის აღდგენის მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს