უკრაინამ და ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებების ბოლო კლასტერის სკრინინგი დაიწყეს
უკრაინამ და ევროკომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო, მეხუთე კლასტერის სკრინინგი დაიწყეს, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოლაპარაკებების მე-11 სექციის - „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ - სკრინინგის შეხვედრები ჰიბრიდულ ფორმატში გუშინ დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
უკრაინის დელეგაციას მთავარი მომლაპარაკებელი, ვიცე-პრემიერი ტარას კაჩკა ხელმძღვანელობს. სესიებში ასევე მონაწილეობენ უკრაინის ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
მეხუთე კლასტერის მე-11 სექცია: „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ მოიცავს სავალდებულო წესების დიდ რაოდენობას, რომელთა უმეტესობა უკრაინაში ძალაში შევა გაწევრიანებისთანავე, დამატებითი სამართლებრივი აქტების მიღების საჭიროების გარეშე. ამ წესების სწორად გამოყენება, ასევე მათი ეფექტური განხორციელება და კონტროლი პროფესიონალი საჯარო ადმინისტრაციის მიერ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ფუნქციონირებისთვის.
ცნობისთვის, ივლისში უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მეოთხე კლასტერის სკრინინგი წარმატებით დაასრულა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე