"მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი
ასეთი მკვლელობები ახლა, როდესაც ნამდვილი დიპლომატია უკვე დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დაწყებულიყო, განზრახ დანაშაული და ომის გახანგრძლივებაა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„ვაშინგტონში არაერთხელ ითქვა, რომ მოლაპარაკებებზე უარის თქმას სანქციები მოჰყვება. ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რაზეც პარიზში შეთანხმება მოხდა. ჩვენ ასევე ველით ყველა შეთანხმების შესრულებას ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ყოველი დამატებითი სისტემა მშვიდობიან მოსახლეობას ამ საზიზღარი დარტყმებისგან იხსნის. მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები - ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი